პაატა მანჯგალაძე - ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება, თუ ვიზებს არ გაგვიმარტივებ, უფრო დიდი „რაზგონით“ გავექანებით რუსულ ჭაობშიო
პაატა მანჯგალაძე - ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება, თუ ვიზებს არ გაგვიმარტივებ, უფრო დიდი „რაზგონით“ გავექანებით რუსულ ჭაობშიო

2019 წელს არავინ ფიქრობდა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას და ომში არ იყო ცივილიზებულ სამყაროსთან. კონტექსტი უნდა გავიაზროთ და ხალხს კარგად ახსოვს, რუსეთი საქართველოში რას აკეთებდა და აკეთებს უკრაინაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

დეპუტატი „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მაჭარაშვილი ამბობს: „თუ გინდა, რომ რუსეთის ჯინაზე საქართველოს უთხრა, კარგი მეგობარი ხარო, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა და 30 წელი შეშფოთება-აღშფოთებით არ უნდა იყო დაკავებული“.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის და ამერიკას ულტიმატუმს უყენებს.

„რაც უფრო გაიზრდება მტერზე დამოკიდებულება, მით მეტი ბერკეტი ექნება საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოზე ზემოქმედების, რადგან პოლიტიკური თავისუფლება არ არსებობს ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.

„ქართული ოცნება“ რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის და ამერიკას ულტიმატუმს უყენებს – ამერიკას, რომელიც ჩვენი თავისუფლების მთავარი გარანტია, გურამ მაჭარაშვილი ემუქრება, თუ ვიზებს არ გაგვიმარტივებ, უფრო დიდი „რაზგონით“, სიჩქარით გავექანებით რუსულ ჭაობშიო. ეს არის სამარცხვინო განცხადება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.