გურამ მაჭარაშვილი - თუ გინდა, რომ რუსეთის ჯინაზე საქართველოს უთხრა, კარგი მეგობარი ხარო, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა და 30 წელი შეშფოთება-აღშფოთებით არ უნდა იყო დაკავებული
გურამ მაჭარაშვილი - თუ გინდა, რომ რუსეთის ჯინაზე საქართველოს უთხრა, კარგი მეგობარი ხარო, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა და 30 წელი შეშფოთება-აღშფოთებით არ უნდა იყო დაკავებული

ქართულ საზოგადოებას ლოგიკურ აზროვნებას ნურავინ ასწავლის, თუ გინდა, რომ რუსეთის ჯინაზე საქართველოს უთხრა, რომ კარგი მეგობარი ხარ, პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგა და 30 წელი შეშფოთება-აღშფოთებით არ უნდა იყო დაკავებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, გადადგას აშშ-მა ნაბიჯი – სავიზო რეჟიმი გააუქმოს, და თუ სავიზო რეჟიმს ვერ აუქმებს, პირდაპირი ფრენები დანიშნოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

„სტატისტიკა ვნახეთ და ვხედავთ, რომ ვიზების გაცემა გართულებულია იმ ადამიანების მიმართ, ვინც, წესით, ვიზის აღებას ექვემდებარება. მსურველების მესამედზეა ვიზები გაცემული. სამწუხაროდ, რუსეთი ოკუპანტია და ასე იყო 2012 წელსაც. საქართველოსთან მიმართებაში რაიმე შეიცვალა – პუტინი ოკუპანტი მაშინ იყო და ახლა აღარ არის თუ როგორაა? ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიზების აღება რთულდება და ოკუპანტი სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას აუქმებს. მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ნიშნავს იმას, რომ პატარა ქვეყანას, მაგრამ სამიათასწლოვან ქვეყანას, როგორმე უნდა გაუფრთხილდე და ეს არის სწორედ პროამერიკული მიდგომა, როცა რუსეთის ჯინაზე საქართველო-ამერიკას შორის პირდაპირ ფრენებს დანიშნავ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.