პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ჩემი კოლეგა გმირია
პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ჩემი კოლეგა გმირია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ექიმმა გააკეთა ყველაფერი, რათა პაციენტისთვის მოევლო, თუმცა სამწუხაროთ თავის დაცვა ვერ შეძლო.

„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, რადგან ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ, ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი გარკვეულია და მიკვლეულია, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.