პაატა იმნაძე - ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, თუმცა დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, აცრა
პაატა იმნაძე - ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, თუმცა დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, აცრა

უწყებათაშორის საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობის სამწუხარო ანტირეკორდია.

„ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების, რადგან, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ. არის ხალხი, ვისაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს წესებს. შვედისთვის 2-მეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა ცხოვრების ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან. ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს ნორმა არ არის. ჩვენ ვართ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე, თუმცა დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, აცრა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. ასევე მთავარია, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს. საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მივმართეთ. საბჭო კონსენსუსის შედეგად იღებს. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე იყო რესტორნებში დაშვება მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების. ამ ქორწილების ვერ ეშვება ხალხი და ლხინის სუფრა, მერე ჭირად იქცევა ხოლმე. გვქონდა წინადადება, რომ იყოს 50-კაციანამდე გაიზარდოს რაოდენობა, თუ ყველა აცრილი იქნება, ან წინასწარ გატესტილი. ერთი კვირა კიდევ დავაკვირდებით, რა ვითარება იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.