პაატა იმნაძე - ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რაოდენობა შეზღუდულია, იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს
ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ, აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა, ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმუნიზაცია შედეგს გამოიღებს, როცა იგი დასრულდება. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ეს მოხდება დაახლოებით შემოდგომის ბოლოს, რომ ზამთრისთვის მოსახლეობის უმრავლესობა იყოს იმუნური.
„ვაქცინები იქნება სხვადასხვანაირი, მთავარია, რომ ის ვაქცინები, რომელიც იქნება ქვეყანაში, იყოს სათანადო აღიარების და მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება იყოს დადასტურებული. მთავარი იქნება ვაქცინაციის დასრულება, რათა მოსახლეობის იმუნური ფენა შეიქმნას.
ჩინური ვაქცინა უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარების პროცესში. მოლაპარაკებები არამარტო „ფაიზერთან“, „ნოვავაქსთანაც“ მიდის. სამწუხაროდ, ეს რაოდენობები შესაძლებელი იქნება წლის მეორე ნახევარში. ვაქცინების ომია პრაქტიკულად, რადგან იმ ქვეყნებსაც არ ჰყოფნით, რომლებიც აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, შეზღუდულია რაოდენობა. ნეტავ, ჯერ ის აგვათვისებინა, რაც გვაქვს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.