პაატა იმნაძე - ვაქცინა თუ არ გვექნება, დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს
პაატა იმნაძე - ვაქცინა თუ არ გვექნება, დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს

ვაქცინა თუ არ გვექნება, დიდი ალბათობა არსებობს, ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდეს, ​– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ონლაინ პრესკონფერენციისას განაცხადა.

იმნაძის თქმით, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი, ძალიან დიდი ალბათობით, იმედია, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით.

„თუმცა, მე ვიცი, რომ ამან ძალიან ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც აღვნიშნეთ, რომ, სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზები, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება შემდეგი ზამთრისათვის, თუ არ გვექნა ვაქცინა, რომელიც ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკვე ზამთრისთვის იყოს ვაქცინა დედამიწის მოსახლეობისთვის, დიდი ალბათობა არსებობს იმისი, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, მზად უნდა ვიყოთ უფრო ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის ჯობს, მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.