პაატა იმნაძე - სომხეთისთვის დახმარებაზე შეთავაზება გაკეთებულია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სომხეთის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეთავაზება სომხეთისთვის უკვე გაკეთებულია.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, რომ შეთავაზება იყო გაკეთებული, ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა.