პაატა იმნაძე სოფლის ექიმებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებს მადლობას უხდის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე სოფლის ექიმებს მადლობას უხდის.
პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე პერსონალური მადლობა გადაუხადა სოფელ კაპანახჩის ექიმს.
იმნაძის თქმით, მან კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძალიან კარგად იცოდა.
„მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან. მე მისთვის პერსონალური ტერინინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა“ ,- განცხადა პაატა იმნაძემ.
ამასთან, იმნაძის განმარტებით, ბოლნისის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა კორონავირუსის შემთხვევასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით იხელმძღვანელა.
„ასევე, ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მაკა, რომლისთვისაც ასევე პერსონალური ტრეინინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვნეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ დავადგინეთ ისევ მათი დახმარებით, ძალიან ბევრი მათი კონტაქტი და ეს კონტაქტები იყო ათეულობით. ადამიანები, რომლებიც ეცნობიან ვებგვერდს, ყველა საჭირო ინფორმაცია არის მათთვის ხელმისავწდომი “ ,- განაცხადა იმნაძემ.