ამირან გამყრელიძე - სოფლის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლე, გაიკეთოს ვაქცინა, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან
ამირან გამყრელიძე - სოფლის ექიმებმა უნდა იარონ კარდაკარ და დაარწმუნონ მოსახლე, გაიკეთოს ვაქცინა, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოჯახის ექიმების და სოფლის ექიმების წახალისებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცემათ იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტ ადამიანს ჩართავენ ვაქცინაციის პროცესში.

მთავრობის განკარგულებაში შესატან ცვლილებაზე საუბრისას გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის ექიმმა, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა იარონ კარდაკარ და მოსახლე ვაქცინის გაკეთებაში დაარწმუნონ.

„ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების წახალისების შესახებ, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ, რასაც დღეს ისინი თითოეულ აცრაზე იღებენ. მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება იმის მიხედვით, რამდენად მეტ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში. საუბარია კარდაკარზე. სოფლის ექიმმა, პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა იაროს კარდაკარ და დაარწმუნოს მოსახლე. იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდეს ასაცრელად ხალხი, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი