პაატა იმნაძე - შეზღუდვების დაწესების შემდეგ შემთხვევების კლებას არ ველოდებით, მაგრამ არც მოიმატებს
შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ ველოდებით, აღარ მოიმატებს, ოღონდ ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, შესაძლოა ინფიცირების იმაზე მეტი მაჩვენებლი იყო, ვიდრე გამოვლენილია.
„ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი აფასებს მთელ მსოფლიოში დაავადების მაჩვენებელს. ევროპაში ეს არის 1/5-ზე. ჩვენთან არის – 1/3-ზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ დაავადებას ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე მცირე სიმპტომატიკა. მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას გამოკვლევისთვის. ეს არის ძირითადი მიზეზი“, – განაცხადა იმნაძემ.