პაატა იმნაძე - სეზონური გრიპი ჯერ არ ფიქსირდება, დღეს რაც ცირკულირებს, 90 პროცენტი კორონავირუსია
პაატა იმნაძე - სეზონური გრიპი ჯერ არ ფიქსირდება, დღეს რაც ცირკულირებს, 90 პროცენტი კორონავირუსია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ სეზონური გრიპი არ ცირკულირებს და გაციებით მიმდინარე უმეტესი შემთხვევა კორონავირუსია.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში მცირე რაოდენობით ფიქსირდება სხვადასხვა, ნაკლებად მძიმე ვირუსი.

„არ არის ჯერ სეზონური გრიპი. დღეს რაც ცირკულირებს, მათი 90 პროცენტი არის „კოვიდი“. ძალიან ცოტა იყო ძველი კორონავირუსი, ასევე დაჭერილია ბოკავირუსი, ესეც გაციების გამომწვევი ერთ-ერთი ვირუსია და არის ასევე რინოვირუსი, რომელიც სურდოს იწვევს. ესენი არის ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით. პრაქტიკულად, ახლა ყველა გაციება არის „კოვიდი“, – განაცხადა იმნაძემ.