პაატა იმნაძე - საქართველოში ნოემბრიდან ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, შემოდგომაზევე იყო კორონავირუსებიც, ოღონდ ჩვეულებრივი და არა ახალი კორონავირუსი
პაატა იმნაძე - საქართველოში ნოემბრიდან ცირკულირებს რესპირატორული ვირუსები, შემოდგომაზევე იყო კორონავირუსებიც, ოღონდ ჩვეულებრივი და არა ახალი კორონავირუსი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტემპერატურის მატება, ხველა და სხვა სიმპტომები ზოგადად ახასიათებს რესპირატორულ ინფექციებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ცირკულირებს.

კითხვაზე – ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ნოემბერში გადაიტანა უკვე კორონავირუსის მსგავსი ინფექცია, პაატა იმნაძემ განაცხა, რომ შემოდგომაზე დაიწყო რესპირატორული ინფექციების სეზონი და აღნიშნულ ვირუსებს ახასიათებთ კოროავირუსის მსგავსი სიმპტომები – ტემპერატურის მატება, ხველა და სხვა.

„თუ შეიძლება ნუ დაგვავიწყდება, რომ ნოემბერში დაიწყო საქართველოში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, იხილონ ჩვენი ვებგვერდი, სადაც ყოველკვირეულად წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა საქართველოში. იქ იყო როგორც ბე ტიპის გრიპის ვირუსები, მერე H3 ტიპის ვირუსები გამოჩნდა, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი. იქ იყო რესპირატორულსენსიტიური ვირუსი, რომელიც დღესაც გრძელდება. რესპირატორულსენსიტიური ვირუსი არის დღეს რესპირატორული დაავადებების ძირითადი გამომწვევი. გასაგებია, ვიღაცას შეიძლება, შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი და ასე მოეჩვენოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალობასთან ახლოს არ არის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.