პაატა იმნაძე - საქართველოში კოვიდინფიცირების წყარო უცნობია სამ შემთხვევაში, შემდეგ ყველა გადაცემა დადგენილია
საქართველოში ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ სამ შემთხვევაშია, თორემ შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღის განმავლობაში არცერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის.
„ბოლო დღის განმავლობაში არცერთი ისეთი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც არ იყო დაკავშირებული უკვე სხვა ცნობილ შემთხვევებთან, ქვეყანაში არ არის. ან შემოტანილი შემთხვევებია. ვთქვათ, იყო რამდენიმე შემთხვევა თურქეთიდან შემოტანილი. დანარჩენი ყველა დაკავშირებულია უკვე ცნობილ შემთხვევებთან.
ინფიცირების წყარო უცნობი ჯერ დაახლოებით სამ შემთხვევაშია, როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. შემდეგ საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე. მათ შორის ვიყენებთ სეკვენირებასაც, რათა დავაკავშიროთ ვთქვათ უკვე შესაძლო კლასტერები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.