პაატა იმნაძე  - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, მოსახლეობა წესებს უკეთ იცავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
პაატა იმნაძე - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, მოსახლეობა წესებს უკეთ იცავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. მისივე თქმით, მოქალაქეები აუცილებელ რეკომენდაციებს ახლა შედარებით უკეთ იცავენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ იყო, თუმცა ახლა ყველა სხვა ვირუსი, გარდა რინოვირუსებისა, ფაქტობრივად, კოვიდმა ჩაანაცვლა.

„ეპიდემიოლოგიური სიუტუაცია სტაბილურია, შემთხვევების მკვეთრი მატება არ არის. საბედნიეროდ, ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა მეტად დაიწყო ელემენტარული წესების დაცვა, ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, რაც ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან წინ გვაქვს ზამთარი, შესაბამისად, მოიმატებს ზამთრის ვირუსები. დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები, რასაც მუდმივად აღვრიცხვათ ხოლმე, ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ იყო, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა. გარდა რინოვირუსებისა (მსუბუქად მიმდინარე ვირუსები). ფაქტობრივად, ავადობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშან წინ, ოღონდ გაციების მაგივრად, არის კოვიდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.