პაატა იმნაძე სამედიცინო დასეწესებულებებს ურჩევს, სადაც შესაძლებელია, მედპერსონალის მონაცვლეობის ორკვირიანი ციკლი გამოიყენონ
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ეს შესაძლებელია, სამედიცინო პერსონალი ორ ნაწილად უნდა გაიყოს და თითო ჯგუფმა ორკვირიანი ციკლით უნდა იმუშაოს.
„ჩვენი პირველი რჩევა იყო, ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს ორკვირიანი ინტერვალებით. ანუ ერთი ნაწილი მუშაობს, მეორე ნაწილი ორი კვირა ისვენებს, მერე ესენი ჩაანაცვლებენ ერთმანეთს. ეს იმის საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშაოს. ეს ეხება, მათ შორის, საავადმყოფოებსაც. ჩვენთან ლაბორატორიაში, ეპიდსამსახურში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია, რადგან ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის ლაბორატორიაში ამის შესაძლებლობა არის. იქ ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, მეორე ბრიგადა სახლიდან მუშაობას ამ პერიოდში. ძირითადად, სახლიდან ერთვებიან ონლაინ. შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება და შემდეგი ორი კვირა მუშაობენ შემდეგი. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში. ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა. მე ამას ვურჩევ, რომ ყველა კოლეგამ ეს გაითვალისწინოს, როდესაც დაგეგმავს თავის მუშაობას საავადმყოფოებში. რაც შეეხება ადგილებს, ადგილები ჰოსპიტლები საქართველოში საბედნიეროდ გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.