პაატა იმნაძე - ახალი კორონავირუსის მიმღებლობაზე ბავშვები კვლავ დაბალი რისკის ჯგუფში რჩებიან
როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, რაიმე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებთან დაკავშირებულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი, რაზეც პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ჯერ სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია.
„როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40-იც არ არის, ქვეყანაში რამე სტატისტიკაზე საუბარი არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათს შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერ ბავშვები ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონედ დაავადების მიმღებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ, რადგან მათ ძალიან მსუბუქად გადააქვთ. ისინი შეიძლება იყვნენ გავრცელების დამატებითი წყარო ბებიებისა და ბაბუებისთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.