პაატა იმნაძე - მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში
მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალ პროტოკოლზე, რომლის თანახმადაც კორონავირუსის შესაძლო მსუბუქ შემთხვევებში პაციენტების მართვა ბინაზე, დისტანციურად მოხდება.
„ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. უამრავი პაციენტია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკის ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ „კოვიდი“ და ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში. ანუ, თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში, თუ ადამიანს დაავადების მიმდინარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ის იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, არიან სახლში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.