პაატა იმნაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია, ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს დაიწყო.
როგორც პაატა იმნაძე განაცხადა, ლუგარის ცენტრის შექმნის თაობაზე პირველ ხელშეკრულებაზე არის ედუარდ შევარდნაძისა და კლინტონის ხელმოწერა.
კითხვაზე, მან გადაუხადა თუ არა მადლობა მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ცენტრის შექმნისთვის, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების. ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების, საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს, ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იმნაძემ.