პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება, რომელიც უკვე ცნობილია
პაატა იმნაძე - კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება, რომელიც უკვე ცნობილია

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ერთ-ერთ კლასტერს უკავშირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ.

„ორი პაციენტია გორში, რომელთა მოგზაურობის ისტორია უკავშირდება საფრანგეთს; ერთი პაციენტი თბილისში არის მოთავსებული, რომელიც არის კონტაქტი ერთ-ერთი ცნობილი კლასტერისა თბილისში. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი შემთხვევა, ახლა დაემატა, სულ ახალი შემთხვევა, ისიც თბილისშია, ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული, რომელიც ასევე უკავშირდება ერთ-ერთ კლასტერს, რომელიც უკვე ცნობილია.

ეს არის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები – პრაქტიკულად მთელი ქვეყანა უკვე უნდა მზად უნდა ვიყოთ ვირუსის შიდა გადაცემისათვის, ეს ეტაპი ამჟამად არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფრის, რაც მთავრობის მიერ აქამდე იყო მიღებული, ამის აღსრულება მოხდეს. ეს ყველაფერი უკეთესად გაკეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა.