პაატა იმნაძე - კორონავირუსის 30 შემთხვევა ერთ კერასთან არის დაკავშირებული, ეს ძალიან ბევრია, ამიტომ გატარდა სვანეთში აუცილებელი ღონისძიებები
დღეისთვის, სოფელ ლენჯერის წყაროსთან დადასტურებული კონტაქტის 30 შემთხევაა გამოვლენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მესტიაში.
„აქედან ხუთი შემთხვევა დადასტურდა თბილისში. დანარჩენი შემთხვევები დადასტურებულის სვანეთში. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები, ასევე, 400-ზე მეტი ტესტი გაგზავნილია ზუგდიდში. ჯამში, გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. ამასთან, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მიმდინარეობს მაინც კვლევა. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა სვანეთში, აუცილებელი იყო“, – განაცხადა იმნაძემ.