პაატა იმნაძე - კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს
კლიმატის იმედზე ნუ ვიქნებით, უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძემ მაგალითად მოიყვანა მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ზაფხულის მიუხედავად, ეპიდემიური ვითარება კვლავ მძიმეა.
„მოდით, ასე ვთქვათ, ახლა ზაფხულია, ცხელა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც ზაფხულია და ცხელა, მიუხედავად ამისა, ხედავთ, რა ხდება. აქედან გამომდინარე, კლიმატის იმედზე ძალიან ნუ ვიქნებით, უფრო ვიყოთ იმ წესების დაცვის იმედზე, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანეს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამასთან, პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
იმნაძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ყველა რეკომენდაცია.