პაატა იმნაძე - ინფიცირებული ასაკოვანი პაციენტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან, ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ არის
კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი პაციენტები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ აღენიშნებათ.
„სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ მათი ასაკი და თანმხლები დაავადებები თავისთავად წარმოადგენს რისკის ფაქტორს. ესენი არიან ასაკოვანი ქალბატონები, აქედან გამომდინარე, იმყოფებიან განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ორი 80 წლის ასაკს ზემოთ პაციენტია. ერთი თბილისის ინფექციურ, მეორე კი, საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.