პაატა იმნაძე - ფიქსირდება კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები დაფიქსირდა.
„ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ორი ავსტრიელია, რომლებიც სპეცრეისით სამშობლოში უკვე დააბრუნეს. საქართველოს 65 ინფიცირებული მოქალაქიდან კი ცხრა გამოჯანმრთელებულია.