პაატა იმნაძე - დიახ, ახლა წესით, პიკში ვართ და ვეცდებით, ეს პიკი იყოს პატარა გორაკი და არა ჯომოლუნგმა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო უკვე კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში იმყოფება.
მისივე თქმით, ახლა ამოცანას ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს.
„ამას საკმაო ხანია, ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი, ყველა გათვლებით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით, არამედ არის ათეულობით შემთხვევა. დიახ, ჩვენ ახლა წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ პლატოზე და, როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ კარგად თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა, იყოს პატარა გორაკი“, – განაცხადა იმნაძემ.