პაატა იმნაძე - დარჩით სახლში, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია დღეს სოციალური დისტანცირებაა.
მისივე თქმით, წესები კიდევ უფრო გამკაცრდება.
„რეკომენდაცია ყველასათვის იგივე რჩება. ეს არის – პირველ რიგში, სოციალური დისტანცირება. ეს არის ახლა მთავარი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალურად. დარჩით სახლში – ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ დაავადებასთან მთავარი ბრძოლა დღეს არის სოციალური დისტანცირება. რა თქმა უნდა, მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს. ერთ დღეში ძალიან რთული, ადამიანები ამას მიეჩვიონ. ამავე დროს, მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი. სოციალური დისტანცირების წესები ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის თქვენც. წესები კოდევ უფრო გამკაცრდება. ყოველდღიურად ვინც არღვევს ამ წესებს, ისინი დაისჯებიან“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.