პაატა იმნაძე - ჩვენი რეკომენდაცია სოციალურ ქსელშიც აიტაცეს, დარჩით სახლში
პაატა იმნაძე - ჩვენი რეკომენდაცია სოციალურ ქსელშიც აიტაცეს, დარჩით სახლში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეთა ინსტიტუტს გამოიყენებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მოხალისეებს ვერც ლაბორატორიაში გამოიყენებენ, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერ მეთვალყურეობაში.

მოხალისეობის თემა დაავადებათა ცენტრის ფუნქციებს ამ შემთხვევაში საერთოდ ცდება. რეკომენდაციები ყველასთვის ერთნაირი. მოხალისეების ტრენინგი არ არის საჭირო. დაავადებათა კონტროლის ცენტრს სატრენინგო მასალა უამრავი გვაქვს გავრცელებული. არსებობენ სამსახურები, ჩვენ ტრენერების ტრენინგი განვახორციელეთ. არის სპეციფიკური სამუშაოები, სადაც მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა, რომ „დარჩით სახლში“.

„ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ყოფილა ატაცებული, არის – დარჩით სახლში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.