პაატა იმნაძე - ჩვენი კოლეგის დაინფიცირება იყო ექსტრაორდინარული შემთხვევა, როდესაც მას არ შეეძლო აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა
რაც შეეხება ჩვენი კოლეგის დაინფიცირებას, ეს იყო ექსტრაორდინარული შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ამ ადამიანს არ შეეძლო აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი თავს იცავს ძალიან სტანდარტულად.
„ეს ყველა ჩემმა კოლეგამ იცის, რომ ეს არის ერთი წვეთოვანი იზოლაცია, მეორე, ეს არის კონტაქტური იზოლაცია. ეს არის სტანდარტული დაცვის წესები, წვეთოვანი და კონტაქტური იზოლაციისა. რაც შეეხება ჩვენი კოლეგის დაინფიცირებას, ერთხელ აღვნიშნე, ეს იყო ექსტრაორდინარული შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ამ ადამიანს არ შეეძლო აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.