პაატა იმნაძე - ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილზე
პაატა იმნაძე - ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ვაფრთხილებ, დაეტიონ თავის ადგილზე

პაატა იმნაძე ოპონენტებზე – მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში, არ მინდა, თავი დამანებოს ყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო.

„თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, თვითონაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც ვილაპარაკობ. ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ. ყველასგან მივიღებ რჩევას, მაგრამ ჩვენი გუნდი, მარტო კი არ ვმუშაობ, ხათუნა ზახაშვილი ერთ-ერთი უძლიერესი ეპიდემიოლოგია. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში. ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო.  ღია გაკვეთილებს ხომ არ დავიწყებ?  ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როდესაც ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე ამის დრო არ მაქვს, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ვატარო ყველა მსურველისთვის. სამწუხაროდ, არ მაქვს დრო, სხვა დროს ამას სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.