პაატა იმნაძე - ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადამიანები სად შეიკრიბებიან, სად არ დაიცავენ წესებს, ეს მოხდება დიდ ქორწილში, ეკლესიაში, თუ მიტინგზე
როგორც ნებადართული გახდა, იმ წუთში გაჩაღდა 400 და 500 კაციანი ქორწილები, ამას რაც მოჰყვა ყველამ ნახა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, რეკომენდაცია ყველასთვის არის ერთი და იგივე, რომ ნიღაბი უნდა ატარონ, დისტანცია უნდა დაიცვან და საჭიროა ჰიგიენა.
„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანები სად შეიკრიბებიან და სად არ დაიცავენ წესებს, ეს მოხდება დიდ ქორწილში, ეკლესიაში, თუ მიტინგზე. როდესაც ჩვენ ეკლესიას ვთხოვეთ, ეკლესიამ გაითვალისწინა და თვითონ ეკლესია იცავდა მაქსიმალურად ყველა წესს. ქორწილები კი, როგორც კი ნებადართული გახდა, იმ წუთში გაჩაღდა 400 და 500 კაციანი ქორწილები და ამას რაც მოყვა ზაფხულში ვიცით ხომ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.