პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, დღესთვის საქართველოში სულ 12 000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია გაკეთებული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში არის 29 ახალი შემთხვევა. ეს არის ძირითადად ბოლნისის უკვე ცნობილი კლასტერიდან. ასევე თეთრიწყაროსი. მოგეხსენებათ, იქ იყო შემთხვევა და მისი კონტაქტებია. გარდა ამისა, ერთი არის ქუთაისში, რომელიც ჰოსპიტალიზებული იყო, სწრაფი ტესტით იყო დადებითი და ამჯერად დადასტურდა „პისიარ“ მეთოდითაც. ასევე თბილისში დაემატა ოთხი ახალი შემთხევა, ესეც დაკავშირებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან.
რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, 822 ტესტი გაკეთდა და აქედან არის 29 შემთხვევა, მაშინ როდესაც გუშინ იყო გაკეთებული 919 ტესტი და იქიდან იყო 25 ახალი შემთხვევა.
სულ დღეისთვის გაკეთებულია 12 000-ზე მეტი ტესტი ქვეყანაში, ეს რაც შეეხება „პისიარ“ ტესტირებას. დაახლოებით ხუთი ათასზე მეტი სწრაფი ტესტია გაკეთებული“,- განაცხადა იმნაძემ.