პაატა იმნაძე - ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია, თუმცა ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოჩენა რეალისტურია, თუმცა ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება.
როგორც პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ახალ დღეში“ განაცხადა, 20-მდე ვაქცინა კვლევის ბოლო ფაზაშია.
„მათ გამოჩენა ბაზარზე რეალისტურია, მაგრამ ჩემი პროგნოზით, ეს ზამთარზე ადრე ვერ მოხდება. ზამთარში თუ იქნება ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის, მართლაც კარგი მიღწევა იქნება მსოფლიო მედიცინისთვის. მინდა, დავამშვიდო ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ქუჩაში დაიჭერენ და ძალით აცრიან და „დაჩიპავენ“. ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დღეს მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ელემენტარული წესები, რომელიც შემუშავებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.