პაატა იმნაძე - აცრებთან დაკავშირებით ადამიანები ექცევიან კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ, ამაზე მუშაობს პროპაგანდა, მუშაობენ ტროლების ფაბრიკები
პაატა იმნაძე - აცრებთან დაკავშირებით ადამიანები ექცევიან კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ, ამაზე მუშაობს პროპაგანდა, მუშაობენ ტროლების ფაბრიკები

უნდა ვეცადოთ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადამიანებში მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. 

პაატა იმნაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა მექანიზმის შედეგად შეიძლება, დაიძლიოს ვაქცინაციის მიმართ საზოგადოებრივი განწყობის პრობლემა, რადგან ამ მიმართულებით მოსახლეობაში თითქოს, უფრო მეტი სკეფსისი შეინიშნება.

„კოვიდის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა, რამაც არა მარტო ჩვენი მოსახლეობის ნაწილზე იმოქმედა, არამედ იმ ქვეყნებზეც, სადაც აცრებისადმი დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იყო და სკეპტიკოსები გაცილებით ცოტა იყვნენ. რას ვიზამთ?! სამწუხაროდ, ადამიანები ექცევიან ხოლმე კონსპირაციული თეორიების გავლენის ქვეშ. ამაზე პროპაგანდაც მუშაობს და დამტკიცებულიც იყო, რომ ამაზე ტროლების ფაბრიკებიც მუშაობენ, რათა მოსახლეობაში განხეთქილება ჩამოაგდონ. თქვენ ჩემი „ფეისბუქი“ უნდა ნახოთ, რა ამბავია – მთელი ეს ბაკქანალია ტრიალებს; ზოგიერთი უზრდელობს კიდეც, მაგრამ რას იზამ, ადამიანები არიან, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგს კი დავალება აქვს, ეს გააკეთოს“, – განაცხადა იმნაძემ.