პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე დღეს თითქმის ყველა კლინიკა გადავსებულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე დღეს ყველა კლინიკაში პრობლემაა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის ბავშვთა კლინიკები არ არის გადავსებული.
„ყველგან არის პრობლემები ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე. ბავშვთა არსად არ არის გადავსებული, დიდების, კი ბატონო, გადავსებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.