პაატა იმნაძე - 37.5 და მეტ ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა იყოს საეჭვო შემთხვევა
37.5 და მეტ სხეულის ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა ეს იყოს საეჭვო შემთხვევა, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, 37 ტემპერატურა არის თუ არა 112-ში დარეკვის საფუძველი.
„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი სიცხე არ ითვლება ტემპერატურად მეთქი, არსებობს ასეთი რამ, ჩემზე მეტი იცის, „გუგლი“ ჰქვია ან სხვადასხვა ენციკლოპედიები. არსად არ წერია, რომ 37 გრადუსი, ეს არის ტემპერატურა, რომელზეც უნდა შეშფოთდეს ადამიანი. 37.5 და მეტი გარკვეულად არის ის ტემპერატურა, რომ ადამიანმა მიიღოს კონსულტაცია, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.