ოზურგეთში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია
ოზურგეთში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვის ეკალ-ბარდები და ტყის ქვედა საფარი. დამწვარია 30 ჰა ფართობი.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალები. ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი.

ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ცალკეულ კერებს ამუშავებენ.

ადგილზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.