საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დამწვარია ეკალ-ბარდები და ტყის ქვედა საფარი – 30 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი.
„პრევენციის მიზნით, მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ოპერატიულად მოქმედებდნენ“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა.