ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თვითმმართველი თემის ოზურგეთის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ოზურგეთში მერობისთვის ,,ქართული ოცნებიდან” ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძვიან.
„ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დრომდე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.”- აცხადებს # 60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენეიშვილი.
ოზურგეთში სულ 62 საარჩევნო უბანია და 62 290 ამომრჩეველია რეგისტრირებული.