ოზურგეთში თვითიზოლაციაში 26 მოქალაქე იმყოფება, რვამ კი თვითიზოლაციის პერიოდი დაასრულა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეპიდემოლოგების მიერ დაწესებული თვითიზოლაციის პერიოდი რვა მოქალაქემ დაასრულა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შექმნილი ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის, ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად თვითიზოლაციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 26 მოქალაქე იმყოფება, დამატებით 14 მოქალაქე კი თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის კარანტინშია გადაყვანილი.