ოზურგეთში თვითიზოლაციაში 13 პირი იმყოფება. თვითიზოლაციის პერიოდი დაასრულა 87-მა ადამიანმა. კარანტინში ამ დროისთვის ხუთი პირი იმყოფება, ხოლო საკარანტინო რეჟიმი დაასრულა 46 პირმა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, თითოეული მათგანი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ოზურგეთში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. ოზურგეთის მერია მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ხანდაზმული, მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს. პროდუქტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან ადგილზე მიაქვთ. საკვები პროდუქტები გაიცემა მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზეც.
დახმარებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც იგზავნება და ეტაპობრივად ყველა შეჭირვებულ ოჯახს მიეწოდება“, – აცხადებს საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე ირაკლი სირაძე.