ოზურგეთში, სოფელ ბახვში​ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოზურგეთში, სოფელ ბახვში​ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში​ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგები სამივე ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

„ამ დროისათვის ოზურგეთში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა. ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და ხვალ მოხდება მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკებში მოხდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.