ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 64,39 პროცენტმა დაუჭირა მხარი
ოზურგეთში, წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
სალომე ზურაბიშვილს 23 123-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 64,39 პროცენტს შეადგენს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 12 788-მა ამომრჩეველმა, რაც ხმების 35,61 პროცენტს შეადგენს.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. სულ შემოვიდა 11 საჩივარი და ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა“, – განაცხადა ოზურგეთის მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა.
ოზურგეთში სულ 62 082 ამომრჩეველია. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 36 796 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 59.27 %-ს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59, 52 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 1 147 627 ხმაა.