ოზურგეთში, ორსართულიან სახლში ხანძარი ლიკვიდრებულია, პირველ სართულზე მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი
ოზურგეთში, ორსართულიან სახლში ხანძარი ლიკვიდრებულია, პირველ სართულზე მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.