ოზურგეთის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია [ფოტო]
ოზურგეთის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, იწვის ბუჩქნარი.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, დაიწვა 30 ჰექტრამდე ფართობი.

„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.