ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძარია, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, იწვის ბუჩქნარი.
ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, დაიწვა 30 ჰექტრამდე ფართობი.
„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.
ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.