ოზურგეთში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 4 იანვრიდან გაგრძელდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 4 იანვრიდან გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან ოთხი გურიაში გამოვლინდა.
„ახალი წლის დღეებში, ოზურგეთში, მხოლოდ ერთ პუნქტში მიმდინარეობს ტესტირება, სწრაფი ტესტების მეშვეობით ხდება ინფიცირებულთა გამოვლენა. 4 იანვრიდან კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.
საქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 44 პაციენტი.