ოზურგეთში სუპერმარკეტ „მოდერნს“ შეიარაღებული პირი დაესხა თავს. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირი მოლარეებისგან იარაღის მუქარით ნავაჭრ თანხას ითხოვდა.
სუპერმარკეტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაახლოებით 1500 ლარამდე თანხა წაიღო და მიიმალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.