ოზურგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოზურგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოზურგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან სამი საკარანტინო სივრციდანაა, ოთხი კი, ახალ შემთხვევას მიეკუთვნება.

„ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად შემთხვევათა მატებისა, ოზურგეთში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ.