ოზურგეთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16, საკარანტინო სივრცეში კი ხუთი მოქალაქე რჩება
ოზურგეთში თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფება, რვა პირმა კი თვითიზოლაცია უკვე დაასრულა. რაც შეეხება კარანტინში მყოფ პირებს, ამჟამად ოზურგეთიდან საკარანტინო სივრცეშია ხუთი ადამიანი, 41-მა კი კარანტინი უკვე დატოვა.
ოზურგეთიდან 66 წლის ქალბატონი, რომელსაც პნევმონია აღენიშნება, ახლა ფოთის ცხელების ცენტრში იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხს ელოდება.
„ოზურგეთში რეგულარულად კონტროლდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. დღეს სოფელ ნასაკირალში ჩატარდა თერმოსკრინინგი. საბედნიეროდ, 3 000 ადამიანში არ გამოვლენილა არც ერთი საეჭვო სიმპტომების მქონე პირი. მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ოზურგეთის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარემ, ირაკლი სირაძემ.