ოზურგეთში ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა [ფოტო, ვიდეო]

ოზურგეთში ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა. პარკი ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს.

როგორც პარკის გამწვვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ჭაობი იყო.

„დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისთვის და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია“, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.

პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.

პარკი ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე დამთვალიერებლისთვის ღია იქნება.