ოზურგეთში 26 მაისი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება
ოზურგეთში 26 მაისი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება

​დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ოზურგეთში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას გეგმავენ.

„ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს რეგიონების კულინარიულ მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიებებზე ნიკო ფიროსმანის ნახატების პერსონაჟებს გააცოცხლებენ და მოეწყობა ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.

ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები. ღონისძიებების ბოლოს გაიმართება კონცერტი, საღამოს კი გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.